logo_geo
eng_logo
NATO-ს ქვეყნები ალიანსის თავდაცვით ხარჯს გაზრდიან
- +

25 იანვარი. 2019. 15:32

 

 

NATO-ს ქვეყნები და კანადა 2020 წლის ბოლოსთვის ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას 100 მლრდ დოლარით გეგმავენ.

 

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დისკუსიის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, 2016 წელს მოკავშირეებმა 41 მლრდ დოლარი დახარჯეს, თუმცა 2020 წლისთვის მაჩვენებელი 100 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.

 

„ეროვნული გეგმების საფუძველზე, რომელიც მოკავშირეებისგან ვიღებთ, 2020 წლის ბოლოსთვის ისინი დამატებით 100 მლრდ დოლარს გამოყოფენ“,-განაცხადა მან.

 

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ქვეყნებმა ერთიანობა გამოავლინეს რუსეთის მიერ საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით.

 

ჩრდილოატლატიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ევროპა და ამერიკა NATO-ს საშტაბო სტრუქტურის მოდერნიზაციას ერთობლივად მოახდენენ, ასევე აძლიერებენ კიბერდაცვას და კოლექტიური თავდაცვის ინვესტიციებს ზრდიან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner