logo_geo
eng_logo
შსს-მ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

23 მაისი. 2016. 13:37



შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში, დაუდგენელი პირებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაპირისპირების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.


"პირველს" შს სამინისტროში განუმარტეს, რომ გამოძიება ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა.


უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაპირისპირებაში მოაწილე პირები იდენტიფიცირებულები არ არიან, შესაბამისად არც მათი დაკავება მომხდარა.


ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში, სადაც შუალედურიი არჩევნები მიმდინარეობს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner