წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს. ივანეიშვილს ხელბორკილები ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე დაადეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ბრალდებითაა დაკავებული.
„დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ანტიკორუფციული საკრებულოს სხდომაზე იმ დროს შემოვიდა, საკრებულოს სხდომა რომ მიმდინარეობდა“,- აცხადებს საკრებულოს წევრი.