logo_geo
eng_logo
პოროშენკო პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადით იყრის
- +

25 იანვარი. 2019. 16:50

 

 

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თანამდებობაზე კანდიდატურას წარადგენს.

 

„უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წარდგენა 29 იანვარს მოხდება.

 

ღონისძიება კიევში საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართება.

 

არსებული ინფორმაციით, ღონისძიებას არა მხოლოდ ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრები, არამედ მთელი მთავრობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი, ასევე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დაესწრებიან.

 

ამასთან, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ღონისძიება პარტიის ყრილობის ფორმატში არ გაიმართება, რადგან პოროშენკო კენჭს დამოუკიდებლად იყრის.

უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია 2018 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. კანდიდატების რეგისტრაცია 8 თებერვლამდე გაგრძელდება, მეორე დღიდან კი, კანდიდატებს სააგიტაციო კამპანიის წარმოება შეეძლებათ.

 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის სურვილს 30-მდე პოლიტიკოსი აცხადებს.

 

უკრაინაში არჩევნები 31 მარტს გაიმართება, კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 31 მარტს ვერც ერთი კანდიდატი 50%-ზე მეტი ხმის მოპოვებას ვერ შეძლებს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 21 აპრილს ჩატარდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner