logo_geo
eng_logo
ამ ამბავში ვინმემ პოლიცია არ დაადანაშაულოს! - თვითმხილველი ყაზბეგზე მომხდარ ინციდენტზე
- +

23 მაისი. 2016. 13:38



„facebook"-ის მომხმარებელი ანა მიქაძე ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.



ამ ამბავში ვინმემ პოლიცია არ დაადანაშაულოს დღეს ეთერებში, თორემ დეტალებში მოვყვები როგორი პროვოკაცია მოაწყო ამ ორმა ახლაგაზრდამ. დამტვრეულია პატრულის სამი მანქანა... აგინებენ სასწრაფოს ექიმებს... არ ვიცი რა აქვს დალეული და რისი ზემოქმედების ქვეშ არიან..

მსგავი არაფერი მინახავს 4 საათია პატრული არ იძვრის ადგილიდან და ექიმებთან ერთად ცდილობენ ამ ყმაწვილების დაშოშმინებას..

ცხოვრებაში პირველად ვნახე რას ნიშნავს პროვოკაცია.. ბიჭები ლგბტდან არიან... ვიცავდი კბილები... საზოგადოების რისხვისგან.. ხალხი ძლივს იკავებდა თავს...

მეც მომდგნენ.. ცალკე ხალხი და მერე ეს ჩემს მიერ დაცული ლგბტ ბიჭები.. პასუხი არ მაქვს..", - წერს ინტერნეტმომხმარებელი.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ორ ახალგაზრდას კონფლიქტი მოუვიდა მაღაზიის გამყვიდველთან. სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლის შემდეგ ახალგაზრდებს მოუწოდეს კონფლიქტი შეეწყვიტათ, თუმცა პატრულის თხოვნა მათ არ გაითვალისწინეს. ერთ-ერთმა მათგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner