„პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდის თითოეული წევრი, ზოგადად ყოველი ადამიანი, ძვირფასია მისთვის და ეს არის მაგალითი ნებისმიერი ჩვენგანისთვის“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია.
მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დიალოგი, მსჯელობა და კამათიც კი.
„გუნდის შიგნით ყოველ მოსაზრებას თუ პოზიციას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ საჭიროა დიალოგი, მსჯელობა, კამათიც კი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სწორი, ყოველმხრივ კარგად შეფასებული და გააზრებული გადაწყვეტილებები დაიდოს“, - აცხადებს მერაბ ქვარაია.