logo_geo
eng_logo
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ედუარდ შევარდნაძისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას მასპინძლობს
- +

25 იანვარი. 2019. 22:04

25 იანვარს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ​ფოტოგამოფენას სახელწოდებით – „რკინის ფარდიდან – აბრეშუმის გზამდე“ მასპინძლობს. გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების – „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ – მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაციაც შედგა. ახალი გამოცემა უფრო სრულად წარმოგვიდგენს ედუარდ შევარდნაძეს, როგორც XX საუკუნის მსოფლიო დონის სახელმწიფო მოღვაწეს და პიროვნებას, რომელმაც ეპოქა შეცვალა. მუზეუმის საგამოფენო სივრცე ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ ფოტოებსაც ეთმობა.

 

ფოტოგამოფენის გახსნამდე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით სოფო შევარდნაძემ, ვაჟა ლორთქიფანიძემ და გელა ჩარკვიანმა მიმართეს და ედუარდ შევარდნაძე გაიხსენეს. გამოფენის დათვალიერება მსურველებს შვიდ თებერვლამდე შეეძლებათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner