logo_geo
eng_logo
ნინო ჭუმბურიძე: მე თუ იმ სცენაზე ვიდგებოდი, როგორც კალაძის სიდედრი, ეს ჯილდო სულ არ მჭირდებოდა...
- +

25 იანვარი. 2019. 22:38

 

წლებია უკვე, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა, ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგი გახლავთ და გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ნინო ჭუმბურიძემ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა:

 

„კახა სახელით მომმართავს. ნინო - ჩვეულებრივ ასე მეძახის. ანუკიც სახელით მიმართავს დედამთილს, ხოლო რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება კარლოს შინაურული სახელი - ბულია დაუძახოს, განსაკუთრებულად ანებივრებს რძალს..."

 

- ამას წინათ ერთ ღონისძიებაზე, სადაც როგორც წარმატებული ქალი, ისე დაგაჯილდოვეს, წამყვანის წარდგენის შემდეგ თქვენ განაცხადეთ: მე კი არ ვარ კალაძის სიდედრი, ის არის ჩემი სიძეო.

 

- უხერხულობა შემიქმნა საქვეყნოდ იმის განცხადებამ, რომ მე ვიყავი კალაძის სიდედრი. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანს ამშვენებდეს, ეს თავმდაბლობაა, არ მიყვარს სახალხოდ რამით ტრაბახი. ასეთი წარდგენა ჩემთვის მოულოდნელი იყო - მე თუ იმ სცენაზე ვიდგებოდი, როგორც კალაძის სიდედრი, ეს ჯილდო სულ არ მჭირდებოდა, იქ სიდედრებს ხომ არ აჯილდოებდნენ?..

 

ჩემი მეუღლე - ბადრი არეშიძე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მაღალ თანამდებობებზეც - პოლიციის უფროსად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამხარეო სამმართველოს უფროსად... რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა...

 

ბადრის სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორჯერ ვადამდე ადრე აქვს წოდება მიღებული - აფხაზეთში გამოჩენილი მამაცობისთვის და კრიმინალებთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90-იან წლებში. ამ ყველაფრის მერე სრულიად უცნობი ადამიანები უსამართლოდ რომ გტკენენ გულს, დასანანია. უფლებაც არ გაქვს, საკადრისი პასუხი გასცე მათ. ბევრი თუ გიცნობს და იცის შენი ღირებულებები, ბევრი ხომ არ გიცნობს და იოლად იჯერებს ტელევიზიითა და პრესით გაჟღერებულ ამბავს...

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner