logo_geo
eng_logo
ვენესუელაში საპროტესტო აქციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენ
- +

25 იანვარი. 2019. 23:51

 

 

 

ვენესუელაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ნიკოლას მადუროს დასაცავად გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირები ვენესუელაში მიმდინარე კვირის დასაწყისში, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ. ისინი ჰავანაში გაგზავნეს, იქიდან კი უკვე ვენესუელაში სამოქალაქო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

 

გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner