logo_geo
eng_logo
Reuters: ამერიკელი დიპლომატების ნაწილმა კარაკასი დატოვა
- +

25 იანვარი. 2019. 23:53

 

 

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატების ნაწილმა კარაკასი დატოვა. სააგენტო ამ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მოქალაქეებმა ამერიკელი დიპლომატები კარაკასის აეროპორტში შენიშნეს. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

 

ნიკოლას მადურომ ამერიკელ დიპლომატებს გუშინ ვენესუელის დასატოვებლად 72 საათი მისცა. ეს განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპოზიციონერი ხუან გაიდიო ქვეყნის დროებით მმართველად აღიარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner