logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი ირაკლი ოქრუაშვილს: ნამუსი რომ გქონდეს, მართლა უნდა შეგრცხვეს!
- +

26 იანვარი. 2019. 01:02

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მაშინ როცა, თავისი მძულვარებითა და სისასტიკით, აზანზარებდა მთელს ქვეყანას, არაფრად არ მიმაჩნდა და არასდროს არ ჩამითვლია, ეს მიშას „შნირი“ და მონა-მორჩილი ადამიანი, იმის ღირსად, თუნდაც ერთხელ მაინც, მივსალმებოდი მაშინ, როცა ამ უზნეო ადამიანმა, უკეთილშობილესი პიროვნება ნუგზარ გაბრიჩიძე შეცვალა, გენერალური პროკურორის პოსტზე... (უფალმა გაანათლოს ბატონი ნუგზარის სული)

 

იმ ხანად, მე ყოველდღე მიწევდა გენერალურ პროკურატურაში მისვლა, როგორც ერთ-ერთ აკრედიტებულ ჟურნალისტს... ხშირად შევხვედრილვარ ოქრუაშვილს გენ-პროკურატურის სასადილოში, მაშინ როცა, ის თავის მოადგილეების გარემოცვაში იყო ხოლმე... როგორც წესი, ყველას მივესალმებოდი, გადავკოცნიდი და მოვიკითხავდი ხოლმე და ამ ამაზრზენი ადამიანის დანახვაზე, თითქოს დენი დამარტყამდა და ხშირად თავსაც ვერ ვიკავებდი... ერთხელაც, ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა პროკურორმა, „ოქროს“ გარემოცვიდან მითხრა, - გოგო, მიესალმე მაინც წესიერად, ასე როგორ შეიძლება, ნუ გადაიკიდებ, ყველას რომ გადაგვკოცნი, როცა ერთად ვართ და მას ზედ არ უყურებო...    მე ვუპასუხე... მეზიზღება ეს ბინძური და საზიზღარი ადამიანი, მატლივით მინდა გავსრისო, მის სახეში ვხედავ სიძულვილს, ზიზღსა და აგრესიას, სახე ისე აქვს დამანჭული, ასე მგონია, მუდამ ტუფლი უჭერს-თქო, კიდევ, ისე საუბრობს, პირს არ აღებს და მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ის შიგნეულიდან გვესაუბრება, ეს გარეწარი ქართველთმოძულე არაკაცია-თქო... კარგი შენი ჭირიმე, არ დამღუპო, არ გაიგონოს რასაც ამბობ, თორემ ორივეს დედას გვიტირებს და ციხეში ამოგვალპობს, ესენი მინიმუმ 30 წლით არიან მოსულებიო.... ხოდა, ახლა დღესდღეობით, შენი ტკბილი სიზმარი, - ჩემო „ოქრო“ კარგა ხანია დამთავრდა და არც არასოდეს გამეორდება....

 

რაც შეეხება კალაძესთან შენს შედარებას, ნამუსი რომ გქონდეს, მართლა უნდა შეგრცხვეს... სად შენ და სად კალაძე?... ისე, შენი დიპლომიც ვნახე, დამწვარ-დადაგული, რაში გამოიყენე ეგ შენი დიპლომი, გარდა იმისა, რომ ქართველებს, წამებასა და სიძულვილში ამოხადე სული, შენს სათაყვანებელ და გახრწნილ მიშასთან ერთად... შენ ერთი ტლუ, უჯიგრო და უგულო ტიპაჟი ხარ დღევანდელ რეალობაში, ცხადია, არაფერს ვამბობ, შენს განულებულ პოლიტიკურ რესურსზე....

 

მოკლედ, არც კალაძეა შენი საქმე და არც პოლიტიკა, ბორდელებს მიაწექი "ოქრო" ბორდელებს, მანდ არის, შენი ადგილი და ბუნაგი!...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner