logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია
- +

23 მაისი. 2016. 13:40



თბილისის მერი დავით ნარმანია კორცხელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია.


 

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი -დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ ვისწავლოთ არჩევნების დემოკრატიული ფორმით ჩატარება, ძალადობის გარეშე და დემოკრატიული გამოვლინების ფორმებით. უნდა შევძლოთ მშვიდად უბანზე მისვლა, მშვიდად ხმის მიცემა და .. საკითხი გამოძიებული იქნება, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ და იქნება ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner