logo_geo
eng_logo
კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა
- +

26 იანვარი. 2019. 13:29

 

 

ოსკაროსანი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მუსიკოსი პარიზში, ღამის საათებში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანი ერთადერთი კომპოზიტორი იყო, ვინც სამი „ოსკარი“ და „Grammy“-ს ხუთი პრემია მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“.

 

ფრანგ კომპოზიტორს კარიერის განმავლობაში კინომუსიკა 200 ფილმისთვის აქვს შექმნილი. მათ შორისაა ყველასთვის ცნობილი კომპოზიცია 1968 წელს გადაღებული ფილმიდან „თომას ქრაუნის აფერა“. ფრანგმა მუსიკოსმა „ოსკარი“ 1967 წელს მიიღო. ფილმისთვის „გოგონები როშფორიდან“ მიშელ ლეგრანის მიერ შექმნილმა კომპოზიციამ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ფრანგ კომპოზიტორს მიღებული აქვს ხუთი „გრემი“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner