logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება
- +

26 იანვარი. 2019. 17:43

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე „მწვანე პოლიტიკა”  ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ განაცხადა,- „საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება“

 

მისივე თქმით, ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორია ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში. ამაზე ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბევრი სპეკულაციაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია, მათ შორის ისეთი დამაბინძურებლების კუთხით, როგორიცაა ტყვია. გვინდა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის მასშტაბით, ჰაერის კვლევის მიზნით 61 სინჯი აიღეს და შემცველობის კუთხით გადაჭარბება არც ერთ სინჯში შეინიშნება.

 

მინისტრის თქმით, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში არ არის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner