logo_geo
eng_logo
რუსუდან წერეთელი: ისევ მიშისტები გვიტევენ... ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი...
- +

26 იანვარი. 2019. 17:48

 

 

იმ ისტერიისა და აგრესიის ფონზე, რომელიც უკვე ყველგან შეინიშნება ერთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი... რისთვის გვინდოდა მაშინ 2012 წლის არჩევნები?!

 

არადა, ვისაც საქვეყნო საქმეზე უანგაროდ შეგვტკივა გული ძალიან ცუდ დღეში ვართ. გვაგინებენ, გვლანძღავენ, გვემუქრებიან...

 

მაინც ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ. ვიბრძვით facebook-ზე და ვამხელთ მათ... მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ამ მიშისტებს აქედან ჰყავთ მხარდამჭერები, ფინანსურად დამხმარენი! გასაკვირი კი არა, უბედურებაა ის, რომ მათი აქტიურ მხარდამჭერ-დამხმარეთა შორის „ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანებიც არიან.

 

იქნებ მანდ, მთავარმა ოცნებისტებმა არც იციან, რომ ვანო ზარდიაშვილის დედა უკვე დიდი ხანია ამერიკაშია და მიშას მთავარი აგიტატორი და მომხრეა... და მარტო ეგ ქალბატონი?

 

როცა ამ ხალხს ვხედავთ, სულ აღარ გვიკვირს მამალი „ნაცების“ და მიშისტების აქტიურობა.

 

აგერ, კობა სუბელიანიც... ჭორი იმის თაობაზე, რომ მას აქ ძალიან უჭირს და მოხუცს უვლის, არის მიამიტებისთვის განკუთვნილი. სუბელიანი ყველა აქციის ან ორგანიზატორია, ან - აქტიური მონაწილე და წუთს არ კარგავს ქულების ჩასაწერად და თავისი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნის გასამყარებლად, რომელზეც განაცხადი ამერიკის საემიგრაციოში უკვე დიდი ხანი აქვს შეტანილი... და ასე, რომელი ერთი ჩამოვთვალო...

 

ის „ცირკი“ რომელიც აქ მოეწყო, არ იყო შემთხვევითი. კარგად ორგანიზებული და წახალისებული გახლდათ. სულ მებადება კითხვა, ჩვენს საელჩოსა და საკონსულოს აქ ემიგრანტებთან მუშაობა, თუნდაც ახსნა-განმარტებითი, სულ არ ევალება? აქაური ემიგრაციისთვის ერთადერთი საინფორმაციო-მასაზრდოებელი წყარო არის „რუსთავი-2“. და მე, როგორც ამ საქმის პროფესიონალი, გულწრფელად აღტაცებული ვარ, მართლა მაგრად მუშაობენ.

 

საერთოდ, საზღვარგარეთ კი არა, თავად მანდ, საქართველოში, დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის ობიექტური გამშუქებელი მედიის რომელიმე საშუალება თუ არსებობს? გაშუქებაში ვგულისხმობ გაკეთებული საქმისა და შედეგების ჩვენებას და არა ტაშ-ფანდურს.

 

აბა, თუ გამოიწვია ქართულ მედიაში აღშფოთება იმ სამარცხვინო, ამაზრზენმა მოწოდებამ სხვა პოზიციის მხარდამჭერთა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ ანგარიშსწორების შესახებ, რომელიც სააკაშვილმა გააჟღერა. ეს თემა არც გავრცელებულა მანდ. აქ კი, იცოცხლეთ...

 

ამ შეხვედრაზე „დემოკრატიის შუქურამ“ ბრძანება გასცა: ვინც ჩვენი მომხრე არ არის და ჩვენს საწინააღმდეგო სტატუსებს დადებს დაარეპორტეთ მათი facebook-ი და გვერდი გაუჩერეთო... ამ განცხადებამ ლენინის ატაცებული ძველი რომაელების ნათქვამი და მისი იდეოლოგია გამახსენა - «Кто не с нами, тот против нас»

 

ჰოდა, დაიწყეს უკვე... საშინელება ხდება!!!

 

გახლიჩეს აქაური ქართველობა, დიდი ომია ემიგრანტებში ამ კაცის გამო... არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც... და რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცეებს მანდ, არცთუ ნეიტრალურ ადამიანებს ეს ვითარება აწყობთ. ჩვენ კი, ვისაც გულწრფელად გვიყვარს სამშობლო და ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის კეთილდღეობას ვაყენებთ წინ, აშკარად უპატრონოდ ვგრძნობთ თავს.

 

ეტყობა, საქართველოშიც იგივე ხდება... ისევ მიშისტები გვიტევენ, იქაც და აქაც. თანაც, მეჩვენება შიგნიდან და, თანაც, უფრო აქტიურად...

 

 

რუსუდან წერეთელი

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner