logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სამეგრელოს რეგიონი ფაქტობრივად დაკარგულია!
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 მაისი. 2016. 13:42



„რეპორტიორთან" საუბრის დროს „მოძრაობა ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 22 მაისს სოფელ კორცხელში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა,  რომ სიტუაცია მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლდება და ეს არის ქვეყნის ღალატი.


„დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი პირები გადაბირებული არიან „ნაციონალების" მიერ და ეს არის სამარცხვინო ფაქტი", - განაცხადა ბრეგაძემ.


 ბრეგაძის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას რათა დროულად გაეკეთებინათ რეაგირება იმ უკანონო ქმედებებზე რაც სამეგრელოს რეგიონში ხდებოდა.

 

„გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხდა სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ქართული ოცნების ადგილობრივი ხელმძღვანელობის გუბერნიის, გამგეობების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ძალისხმევის შედეგად ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა არჩევნებში.

 

ჩვენ „მოძრაობა ეროვნულებმა" თავის დროზე მივმართეთ საარჩევნო შტაბს, ადგილობრივ ორგანოებს და ვუთხარით, რომ ვიღებდით პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ნაციონალები პირწმინდად დამარცხდებოდნენ არჩევნებში რაზეც უარი მივიღეთ. ახლა ვხედავთ, რომ   ნაციონალებმა გაიმარჯვეს. ეს გახლავთ კონტრაბანდით, ძარცვით, თხილის უკანონო ბიზნესით,  დაკავებული ადამიანები.  ადგილობრივი ხელისუფლება სავსეა იმ ხალხით, რომლებიც აწიოკებენ  ადგილობრივი მოსახლეობას.

 

     ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ გავაფრთხილე სამართალდამცავი ორგანოები, უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ სამეგრელოს რეგიონში იყო საშინელი მდგომარეობა. ადგილობრივ ხელისუფლებას ხალხის ბედი არ აინტერესებს და მექრთამეობასა და ფულის კეთებაზე არიან გადასულები, მაგრამ არავინ ყურად არ იღო ჩემი ნათქვამი.

    

    სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ადგილობრივი ხელისუფლების პირები თანამდებობიდან. მხედრიონელები, პორტირებული ნაციონალები მოსცილდნენ ხელისუფლებას და უნდა გატარდეს ეფექტური ეკონომიკური პოლიტია. უნდა დაიკეტოს ის საზღვარი აფხაზეთთან საიდანაც გადმოდის კონტრაბანდა.   თუ ქართული ოცნება სწრაფ რეაგირებას არ გააკეთებს ამ საკითხზე მოვლენები სულ უფრო ნაციონალების სასარგებლოდ განვითარდება.

 

თუ გახვალთ ზუგდიდის ბაზარში და სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებაში ნახავთ, რომ ყველაფერი აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდაა. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების პირდაპირი ჩარევით ხდება და დარწმუნებული ვარ ამით დიდ სარგებელს იღებენ.

 

   სამეგრელოს რეგიონი ფაქტიურად დაკარგულია და მთლიანად კონტროლდება ნაციონალური მოძრაობის მიერ. თუ ასე გაგრძელდა „ქრთული ოცნება" ვერც მეორე ადგილზე გავა არჩევნების დროს. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები არიან დაპატრონებული „ ნაციონალური მოძრაობის სახით" . ყველაფერი კეთდება გამიზნულად იმ ადამიანების მიერ რომლებიც ნაციონალების მიერ არიან გადაბირებული.

 

ლაგვილავა რომელიც „ოცნების" მხარეს წარმოადგენდა ორჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე საკრებულოში. სწორედ ასეთ ადამიანებს მოჰყავთ „ნაციონალური მოძრაობა" ისევ ხელისუფლებაში, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ.

          მე მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინდელ გამარჯვებაში ვინც „ნაციონალებს" ხელი შეუწყვეს საჭირო დროს გამოჩნდებიან და დაგებიან „ნაციონალური მოძრაობის გვერდით". ყველაფერი კი ისე ვითარდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება ისევ ხელისუფლებაში. სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ მთელი „ქართული ოცნება" ზეიმობდა გამარჯვებას, და ამ დროს გაირკვა, რომ მათ არჩევნები წაგებული ჰქონდათ. ღალატია, რომ „ ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა",  - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner