თბილისში, დიდ დიღომში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც შსს-ში „პირველს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.