ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
როგორც ადვოკატმა დავით სანაძემ სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე დღეს დააკავა.
გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.