logo_geo
eng_logo
34 წლის კაცი სავარაუდოდ „ღორის გრიპით“ გარდაიცვალა
- +

26 იანვარი. 2019. 23:36

 

 

34 წლის კაცი სავარაუდოდ „ღორის გრიპით“ გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი გასულ კვირას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვირუსით დაიღუპა.

 

თუმცა, დღეს ოჯახი ბათუმის „ინფექციურის კლინიკასა“ და „რეფერალურ საავადმყოფოს“ არასწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ადანაშაულებს. სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებში გადიოდა პაციენტი 12 იანვრიდან მკურნალობას. მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა.

 

ახალგაზრდა მაღალი სიცხის გამო პირველად შეუძლოდ 12 იანვარს გახდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსა. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს H1N1 ვირუსის დიაგნოზი არ დაუსვეს და კლინიკიდან ისე გაწერეს. მოგვიანებით პაციენტი სუნთქვის მწვავე უკმარისობით „რეფერალურ საავადმყოფოში“ მოათავსეს, შემდეგ კი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით, რეანომობილით თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

„ჩვენ რომ დროულად გადაგვეყვანა კლინიკიდან თურქეთში, გადავარჩენდით. რომ ჩავიყვანეთ პროფესორმა მითხრა დაგვიანებულიაო. სანამ ჩავიდოდით მისი ფორმა ასი გადავუგზავნეთ და რომ ჩავედით გვითხრეს რა დიაგნოზიც გამოგვიგზავნეთ სულ სხვა პაციენტი მომიყვანეთო. ის არაა რაც მეგონაო. მე რომ ასე მძიმე მდგომარეობა მცოდნოდა არც გაწვალებდითო“, - აცხადებს გარდაცვლილის და დიანა ანანბა.

 

არასწორი დიაგნოსტირების ბრალდებას უარყოფენ „რეფერალურ საავადმყოფოში“. კლინიკის მთავარი ექიმის თამარ მხატვარის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მიყვანისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ინფექციურ საავადმყოფოში კი ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს H1N1 ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდა და პაციენტმა კლინიკა პირადი გადაწყვეტილებით მეორე დღეს დატოვა.

 

„შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. გამოკვეთილი იყო გრიპის სიმპტომები, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულის რევა და საერთო სისუსტე“, - განაცხადა ინფექციურის ექიმმა ნატო მიშველაძემ.

 

აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner