logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ძალიან ამაზრზენად ჩანს ამ პროცესში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა!
- +

27 იანვარი. 2019. 23:45

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გაზეთს თქვენ არ კითხულობთ 60 თეთრის გადახდა გენანებათ  და ისევ მიჰას პონტში ხართ – მე ქართულ გაზეთებს არ ვკითხულობო თან ევროსაბჭოელებს სცემთ პატივს, როცა მაზდა კანდელაკის გავლენით “საქართველოს რესპუბლიკა” ფაშისტურ გაზეთად დაასახელეს.

აუუუუ არ დამიწყოთ ახლა მარიაჟობა, ყველაფერი ვიცი მწვადის და შამფურის, თევზის და ხორცის, ნახევრად ფეხმძიმეების დ.ა.შ შესახებ და გაზეთის გოიმობაზეც მსმენია (ვიკიპედიაში მაქვს ნანახი

დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი, ვინც დღეს რედისონთან ე.წ. “სამოქალაქო სექტორთან”, სალაძესთან, ვერძეულთან, ბენიძესთან ერთად იდგნენ (ახლა არ მითხრათ – ჩვენ კი არა, ისინი იყვნენ ჩვენთანო, გაზეთები და მითუმეტეს საქართველოს რესპუბლიკა, არ უნახავთ, რომლის გუშინდელ ნომერში იყო სტატია “სასამართლოს შესეული გიენები”!

გაზეთის წაკითხვის მოწოდებით არ შეგაწუხებთ კითხვას ცოდნა უნდა , მცირე ამონარიდებს მოგაწვდით:

ყველამ იცის გამონათქვამი – ყვავმა ყვავს უთხრა, შე ჩემზე შავოო.

გაგიკვირდებათ და ეს ფრაზა ზუსტად შეესაბამება მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისა და იუსტიციის საბჭოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

არ დაგიმალავთ და ძალიან ამაზრზენად და დამთრგუნველად ჩანს ამ პროცესში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა. ამაზრზენად იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციები მუდმივად თანამშრომლობის რეჟიმში იყვნენ იმ „საბჭოსთან“ და იმ მოსამართლეებთან, რომელიც ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის ნოტარიუსებად, აბსოლუტურად ყველა დანაშაულის „გამპრავებლები“ და ძაადობრივი სისტემის უშუალო შემსრულებლები იყვნენ, ხოლო დამთრგუნველი იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების სხეულზე გაჩენილმა ეს მუწუკები, ცდილობენ არ დაკარგონ თავიანთი გავლენა იმ ყველაზე სენსიტიურ და უმნიშვნელოვანეს სფეროზე, რასაც სასამართლო სისტემა და მისი აუცილებელი რეფორმირება ჰქვია.

როდესაც ვუყურებ, ან ვუსმენ არასამთავრობოებსა და იუსტიციის საბჭოს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, ან თუნდაც მურუსის და ვინმე მშვენიერაძის „დებატებს“, ვხედავ ცხოველთა სამყაროზე გადაღებულ იმ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ლეშთან შეგროვილი გიენები თან გლეჯენ ხორცს და თან ერთმანეთს ღრენით კბენენ.

წერილს კი ზაზა ნაკაშიძისა და გამომძიებელ გაგუას დიალოგის ამონარიდით დავასრულებ (ნოდარ დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“):

– შუბლს და ძარღვს კოდექსი არ ითვალისწინებს.

– ე.ი. მაგ მშრალი კოდექსის გარდა მორალური კოდექსი არ არსებობს?

მე არ მინდა ფაშისტების სასამართლო!

მე მინდა მოსამართლე, რომელიც მორალური კოდექსით, შუბლით და ძარღვით ცხოვრობს და არა მხოლოდ მშრალი, ფურცელზე დაწერილი კოდექსით.

სამწუხაროდ ამას დღეს ვერც მურუსიძეში და ვერც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებში ვერ ვხედავ.

ვერ ვხედავ რადგანაც ხელს ის 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენები მიშლის, რომლებიც სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის დროს ამ მაღალი კვალიფიკაციისა და წესიერების 95%-იანი ხარისხის მქონე მოსამართლეებს გამოჰქონდათ”, -წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner