ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა-არ ცნობის საკითხი ბევრი იმ ქვეყნის ეკლესიისთვის არ დგას ისეთ დილემურ საკითხად, როგორც საქართველოს ეკლესიისთვის. ეს არის საკმაოდ რთული თემა და ნებისმიერი არჩევანისთვის მრავალი რისკის შემცველი, ცნობის შემთხვევაშიც და არ ცნობის შემთხვევაშიც.
შეძლებს თუ არა ამ ბეწვის ხიდზე გასვლას საქართველოს ეკლესია, არ ვიცი და არც მარტივად მისაცემი რეკომენდაცია არ გამაჩნია, თუმცა ვაცნობიერებ რომ მარტივ პოლიტიკურ დემაგოგიას და პოპულიზმს როგორმე უნდა გაუძლოს მათ შორის სინოდის წევრებმაც.
ეს არის ბევრად რთული საკითხი უამრავი წახნაგითა და ნეგატიური უკურეაქციის პერსპექტივით, რასაც გონიერმა გონებამ გონებისმიერად უნდა უპასუხოს და არა იმპულსურად” , - წერს არჩილ გამზარდია.