logo_geo
eng_logo
ნონა ასათიანი :პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველო იქნება პირველი, სადაც ადრონული მკურნალობის მეთოდს გამოიყენებენ
- +

23 მაისი. 2016. 14:23



ფიზიკოსი ნონა ასათიანი აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველო იქნება პირველი, სადაც ადრონული მკურნალობის მეთოდს გამოიყენებენ.



მან საუბრისას ადრონული მკურნალობის მეთოდი განმარტა - ადრონული მკურნალობის მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ დასხივება ხდება ძირითადად, ნახშირბადის ბირთვებით, მიზნობრივად სიმსივნურ უჯრედებზე. სხვა დანარჩენი ქსოვილი არ განიცდის ზემოქმედებას. 



დასხივების შემდეგ, უჯრედები იშლება აფაქტოზის და ნეკროზის გზით, მაგრამ აქ არის საშიშროება გვერდით მყოფი უჯრედების, რომელსაც დაავადებული უჯრედები გადასცემენ სიგნალებს. ამას ჰქვია უჯრედებსშორისი ეფექტი, რომლის შედეგადაც ამ უჯრედებშიც შეიძლება, მოხდეს ცვილებები. ამიტომ, ახლანდელი მეცნიერება იმაზეა ფოკუსირებული, რომ მართალია, დასხივების დროს, შეიძლება, სიმსივნე გაქრეს, მაგრამ გვერდით მდგომ უჯრედებში, მოხდეს ცვლილებები. ამის პრევენციაზეა ძირითადად ლაპარაკი", - განაცხადა ნონა ასათიანმა.



როგორც მან აღნიშნა, მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება იაპონიაში, იტალიასა და გერმანიაში. ასეთი მეთოდით მკურნალობა პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ხდება და ტექნოლოგიური ინსტუტი სწორედ იმისთვის შენდება, რომ საქართველოშიც დაინერგოს ადრონული მკურნალობის მეთოდი.


მისივე შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მეთოდია.


 

"ამაზე უკეთესი მკურნალობის მეთოდი ჯერ არ მოუგონიათ და მეცნიერები ახლა მის სრულყოფაზე მუშაობენ", - აღნიშნა ასათიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner