ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ცოტა ბევრი გამოვიდა, მაგრამ სტატიისთვის ვამზადებ:
საკმაოდ საინტერესო დიალოგია რ2-ზე მიჰასა და კვესიტაძე-გვარამიას შორის.
აი ის "სპეციალისტები არ ითვალისწინებენ ჩემი და ჩემნაირების მენტალიტეტს. იმ ქართულ მენტალიტეტს, რომელიც განსაზღვრავს არა ფინანსურ, არამედ იდეურ და მორალურ პოზიციას და პროტესტს, რაც იმ ერთი ლარის შეტანით გამოვხატეთ.
მიჰა ვერ გამოდის იმ მატრიცადან, რომელიც მას საშინელ კომპლექსში აყენებს.
რატომ?
ის თავის თავს ეკითხება რატომ? და პასუხს ვერ პოულობს.
მე საქართველო ქვეყანად გადავაქციე, მე კრიმინალი მოვსპე, მე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მინდოდა, მე სიღნაღი სიყვარულის ქალაქად ვაქციე, მე, მე, მე და არ ახსოვს ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდები, რომელთა მკვლელობა აი იმ გვარამიამ, რომელიც მაშინ პროკურორი იყო, რაღაც ფეიკ-ფილმით გააპრავა.
მიჰას არ ახსოვს ოქრუაშვილის "ფონდი", სადაც ბიზნესმენებისგან დაყაჩაღებული ფული შედიოდა.
მიჰას არ ახსოვს პოტიომკინის ქალაქი ბათუმი, სადაც მხოლოდ ერთი ქუჩა იყო გაკეთებული და იქვე, ას მეტრში სტალინგრადის ბრძოლის შემდგომი ქუჩების მსგავსი ქალაქი იყო.
მიჰას არ ახსოვს "გახსნილი საავადმყოფოები", სადაც ფეხსაცმლიან-ჰალსტუხიანი კაცი იწვა პაციენტის როლში და ჟურნალისტებს ეუბნებოდა "წნევა მაწუხებსო".
მიჰას არ ახსოვს ჩარეცხილი ინტელიგენცია და მათ ადგილას დანიშნული წკრიალაშვილ-ბუღაძე-ლევანაბერძენიშვილები.
მიჰას არ ახსოვს უგულავას თბილისი.
მიჰას არ ახსოვს . . .
ცხადია ამ ყველაფერს მისი მრჩევლები არ ეტყვიან (ტიპი ფულს იხდის).
ის დაარწმუნეს, რომ საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ფული უნდა და მან თქვა:
-- მე მომაქვს 10 მილიარდი! მომაქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში დავბრუნდები!
ოპ!
აი აქ კი ძაალიან ეშლება.
არ ვიცი ამას კვესიტაძე-გაბუნია მიხვდნენ, თუ თავიანთ სცენარს მიჰყვებიან, მაგრამ ამ სისულელეს აშკარად არ აჰყვნენ და რეალობა მოითხოვეს.
მიჰა დაიბნა. სულ სხვა თემას ელოდა და სხვა დახვდა.
ნებისმიერ შემთხვევაში ამ ჯგუფის სრული კრახი და სისუსტე, ამ ერთ უაზრო ტელეგადაცემაშიც აშკარად გამოჩნდა“, - წერს გაბრიჭიძე.