logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: საკმაოდ საინტერესო დიალოგია რ2-ზე მიჰასა და კვესიტაძე-გვარამიას შორის...
- +

28 იანვარი. 2019. 01:32

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ცოტა ბევრი გამოვიდა, მაგრამ სტატიისთვის ვამზადებ:

საკმაოდ საინტერესო დიალოგია რ2-ზე მიჰასა და კვესიტაძე-გვარამიას შორის.

  1. კვესიტაძე-გვარამიას აინტერესებთ თუ როდის ჩამოვა მიჰა.
  2. მიჰას მათი ინტერესი მაგრად ჰკიდია და ძალიან სენსიტიურ თემას აწვება, რასაც ეს ორი უტვინო ვერ ხვდება და ვერ ახდენს მის განვითარებას: მიჰა მისმა დასავლეთელმა მრჩეველებმა დაარწმუნეს, რომ საქართველოს მოსახლეობა არის მერკანტელური, ანგარებიანი და ოცნებას მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობების გამო უჭერს მხარს (ეს აზრი გარკვეულწილად არ არის შორს იმ წვრილმანი კვლევებისგან რაც თუნდაც იმ ჭორებზე იქნება დაფუძნებული, რომლებიც გავრცელდა 2012 წელს "ქართუ" ბანკის დაყაჩაღების შემდეგ, როცა მოსახლეობამ თითო ლარი სიმბოლურად შეიტანა ქართუს დასახმარებლად (მეც მათ შორის) და სწორედ მაშინ მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა - ერთი ლარი რამ შეგატანინა, ივანიშვილს უთქვამს არჩევნების მოგების შემდეგ, ყველას ორმაგს დავუბრუნებო!

აი ის "სპეციალისტები არ ითვალისწინებენ ჩემი და ჩემნაირების მენტალიტეტს. იმ ქართულ მენტალიტეტს, რომელიც განსაზღვრავს არა ფინანსურ, არამედ იდეურ და მორალურ პოზიციას და პროტესტს, რაც იმ ერთი ლარის შეტანით გამოვხატეთ.

მიჰა ვერ გამოდის იმ მატრიცადან, რომელიც მას საშინელ კომპლექსში აყენებს.

რატომ?

ის თავის თავს ეკითხება რატომ? და პასუხს ვერ პოულობს.

მე საქართველო ქვეყანად გადავაქციე, მე კრიმინალი მოვსპე, მე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მინდოდა, მე სიღნაღი სიყვარულის ქალაქად ვაქციე, მე, მე, მე და არ ახსოვს ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდები, რომელთა მკვლელობა აი იმ გვარამიამ, რომელიც მაშინ პროკურორი იყო, რაღაც ფეიკ-ფილმით გააპრავა.

მიჰას არ ახსოვს ოქრუაშვილის "ფონდი", სადაც ბიზნესმენებისგან დაყაჩაღებული ფული შედიოდა.

მიჰას არ ახსოვს პოტიომკინის ქალაქი ბათუმი, სადაც მხოლოდ ერთი ქუჩა იყო გაკეთებული და იქვე, ას მეტრში სტალინგრადის ბრძოლის შემდგომი ქუჩების მსგავსი ქალაქი იყო.

მიჰას არ ახსოვს "გახსნილი საავადმყოფოები", სადაც ფეხსაცმლიან-ჰალსტუხიანი კაცი იწვა პაციენტის როლში და ჟურნალისტებს ეუბნებოდა "წნევა მაწუხებსო".

მიჰას არ ახსოვს ჩარეცხილი ინტელიგენცია და მათ ადგილას დანიშნული წკრიალაშვილ-ბუღაძე-ლევანაბერძენიშვილები.

მიჰას არ ახსოვს უგულავას თბილისი.

მიჰას არ ახსოვს . . .

ცხადია ამ ყველაფერს მისი მრჩევლები არ ეტყვიან (ტიპი ფულს იხდის).

ის დაარწმუნეს, რომ საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ფული უნდა და მან თქვა:

-- მე მომაქვს 10 მილიარდი! მომაქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში დავბრუნდები!

ოპ!

აი აქ კი ძაალიან ეშლება.

არ ვიცი ამას კვესიტაძე-გაბუნია მიხვდნენ, თუ თავიანთ სცენარს მიჰყვებიან, მაგრამ ამ სისულელეს აშკარად არ აჰყვნენ და რეალობა მოითხოვეს.

მიჰა დაიბნა. სულ სხვა თემას ელოდა და სხვა დახვდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ ჯგუფის სრული კრახი და სისუსტე, ამ ერთ უაზრო ტელეგადაცემაშიც აშკარად გამოჩნდა“, - წერს გაბრიჭიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner