სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ლალი მოროშკინა ამჟამად იტალიაში იმყოფება და ის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რომიდან ეხმაურება:
„სანამ საკუთარ ქვეყანას და ერთმანეთს ვლანძღავთ, სანამ საქვეყნოდ ვიჭრით თავს და ტურისტს ვაფრთხობთ, რომელიც ლამის ერთადერთი გარანტია ჩვენი ეკონომიკის, სანამ თვითლიკვიდაციის პროგრამაზე ვართ და სოციალური ქსელით ვქოლავთ მთავრობას, მეზობლებს, უბრალოდ ყველას!
ევროპა კვლავაც განაგრძობს ტურისტების ნაკადის მიღებას, წარწერების დამატებას რუსულ და კორეულ ენაზე, რადგან სწორედ ისინი გამოირჩევიან მაღალი მყიდველუნარიანობით!
ხოდა, ევროპა თვალს ხუჭავს ყველაფერზე, რაც კი მის იმიჯს აზიანებს!!! ასე რომ, დავფიქრდეთ!! არავისზე ნაკლები არ ვართ!!! ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უბრალოდ გადამეტებულად გვიყვარს ჩვენი პრობლემების სოც.ქსელში გამომზეურება, რაც პოტენციურ ტურისტს გვაკარგვინებს, ხასიათს გვიფუჭებს და საკუთარი ქვეყნის რწმენას გვიკარგავს, თორემ ა, ბატონო, რომის სასტუმროს აივნიდან, მინდა მრავალსაუკუნოვან ულამაზეს რარიტეტს დავინახავ, მინდა -ნაგავს! ჩაო რაგაცი, მოეშვით საქართველოს ლანძღვას!
P.S. აღარაფერს ვამბობ ათასი ჯურის ქურდ-ბაცაცებზე,რომლებიც აზანზარებენ ევროპას და მათი ძუნძგლიანი ხელი, მუდმივად თქვენი ჯიბისკენ არის სწრაფული. პირადად მე სამი დავიჭირე საკუთარ ჩანთაში მოფათურე...
საიდან ქართველებს ასეთი სწრაფვა თვითგვემისკენ? აგერ, 2019 წლის მონაცემებით, 203 მოგრანტი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ესპანეთის, საბერძნეთის და იტალიის მთავრობებმა დაუდევრობა გამოიჩინეს! 59 მიგრანტი მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ იტალიამ არ შემოუშვა და ხალხი დასაღუპად გაწირა, მაგრამ არანაირი ვიშვიში და მობოდიშება!!! ასე იყო საჭირო და ბასტა! ჩვენ რომ მოგვეკლა თუნდაც ერთი მიგრანტი, თავადვე პირველ ნიუსად "ავწევდით" თემას და გავინადგურებდით თავებს! იქნებ ვისწავლოთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაფასება! ჩვენ არავისზე უარესები არ ვართ!!!“ - წერს მოროშკინა.