ივანე ჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„2019 წლის 30 იანვარს აღინიშნება დიდი ქართველი მწერლის, მთამსვლელისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას ხსოვნის დღე. 16 საათზე ლევან გოთუას სახელობის სკვერში (გოთუას ქუჩის ბოლოში) ყვავილებით შევამკობთ ხსოვნის მემორიალს (მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილი), 17 საათზე კი სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელებით დაჯილდოვდებიან ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოღვაწე პიროვნებები.
დასწრება თავისუფალია“ , -წერს ივანე ჯაფარიძე.