ფიზიკოს დავით ლომიძის შეფასებით, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსება წინგადადგმული ნაბიჯია.
საუბრისას ფიზიკოსმა აღნიშნა, რომ ეს "ინსტიტუტი იქნება ერთგვარი ლოკომოტივი, რომელიც ფუნდამენტურ მეცნიერებებს ამოქაჩავს".
"ძალიან დიდი პროექტი იწყება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელს რეგიონში. ასეთი დიდი პროექტი არ განხორციელებულა, უფტო მეტიც - არც არავის უფიქრია მსგავსი პროექტის გაკეთება. შესაბამისად, ჩვენი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემისთვის ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც გააერთიანებს ფუნდამენტურ კვლევებს ნებისმიერი მიმართულებით, აქ იქნება ქიმია, ბიოლოგია და ნებისმიერი სხვა ფუნდამენტური მეცნიერება. ეს იქნება ერთგვარი ლოკომოტივი, რომ ეს მეცნიერებები ამოიქაჩოს", - განაცხადა ლომიძემ.
მისივე თქმით, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ის დიდი სიამოვნებით დაეხმარება ინსტიტუტს.
ცნობისთვის, დღეს, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.