ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი ასე გამოითქმის _ ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.). ხოლო, ინდოევროპულ და სემიტურ ენებში _ ხეთური: wiyan(a), ლუვიური _ wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ._ Οíνος, ლათ _ vinum, სომხ. _ gini გერმ. _ Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე) _ вино, უელს _ gwîn, ფრანგ. _ vin, ესპ. _ vino, იტ. _ vino, არაბ. _ wainun, ებრ. _ yayin, ასირ _ înu.
თუ დააკვირდებით ღვინის აღმნიშვნელ სიტყვას ყველა ენაში ერთი ფუძე აქვს. ლინგვისტების ვარაუდით, ეს სიტყვა სხვა ენებში იმ ქვეყნიდან უნდა იყოს შესული და დამკვიდრებული, რომელიც იმ დროისთვის ღვინის სამშობლოდ იწოდებოდა. როგორ მატერიალური მემკვიდრეობიდან ირკვევა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ, რაც სხვდასხვა ეჭვს ბადებს.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სიტყვა „ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება. აქვე ირკვევა ისიც, რომ ის ზმნა “ღვივილი”-დან არის წარმოებული. ამ სიტყვის ფუძე – „ღვ” – წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს „ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღივდება.