logo_geo
eng_logo
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - H1N1-ის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება
- +

28 იანვარი. 2019. 12:47

 

გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსის 249 შემთხვევა ფიქსირდება.

 

„წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 251-ს შეადგენდა. ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მიმდინარე სეზონზე H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner