logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

28 იანვარი. 2019. 14:14

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ.ჟ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 54 აბი, საიდანაც თბილისში, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 2018 წლის 31 მარტს 2 აბი 200 ლარად, ხოლო 15 აპრილს ასევე 2 აბი 200 ლარად  უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ხოლო დანარჩენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველ 50 აბს  პირადად ინახავდა.

 

სამართალდამცველებმა ვ.ჟ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. ვ.ჟ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner