logo_geo
eng_logo
ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორსა და გამომძიებელს შეხვდება
- +

28 იანვარი. 2019. 15:36

 

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში შეხვედრა გაიმართება.

 

ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება. საქართველოს პროკურატურაში დაგეგმილ შეხვედრაზე, გამომძიებელი და პროკურორი, საქმეზე დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ადვოკატის მოსაზრებებს გაეცნობიან.

 

ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მისი ინტერესების დამცველს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

 

საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner