logo_geo
eng_logo
ვაკის გამგებლის მოადგილეს და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
- +

28 იანვარი. 2019. 15:41

 

 

ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

 

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

 

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner