logo_geo
eng_logo
შსს: უწყება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს
- +

28 იანვარი. 2019. 17:30

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

 

„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, კანონით დადგენილ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

 

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner