logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, აშშ-ს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებთან გამართა
- +

28 იანვარი. 2019. 21:26

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულ თანაშემწესთან ბროკ ბირმანთან და მის მოადგილესთან ალექსანდრე სოკოლოვსკისთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც გაცვლითი და სასწავლო პროგრამების ფარგლებში ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით.

 

შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ კუთხით საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე. USAID-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პროდასავლურ ინტერესებს გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ანალიტიკური მიმართულებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების მიღების პროცესში. ამ კუთხით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის დახმარების ინტერესი გამოხატა და ასევე მიესალმა დელეგაციის ორპარტიულ წარმომადგენლობას.

 

შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner