საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, ლიბიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს ლიბიის ტერიტორიაზე.
„ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბიაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს ლიბიის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.