logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ვმუშაობთ, რომ ე.წ. საზღვრებზე საოკუპაციო რეჟიმების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას
- +

28 იანვარი. 2019. 21:54

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს დამატებით სირთულეებს უქმნის.

 

როგორც მან განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რაც შეიძლება მალე მოიხსნას.

 

„დღითიდღე უფრო მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც სრულ იზოლაციაში არიან ჩაკეტვის გამო. ეს ეხება სტუდენტებს, მოსწავლეებს, ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გადმოდიან, მათ შორის სამედიცინო.  ჩვენ ვმუშაობთ დახურული დიპლომატიით თუ სხვა არხებით ყოველდღიურად, რეგულარულ რეჟიმში, რათა მოიხსნას შეზღუდვები და არ გაგრძელდეს ორი თვე, როგორც მათ დააანონსეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

 

მისი თქმით, ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა უსაფუძვლოა და ამ საკითხზე უკვე შედგა საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რათა შეზღუდვების გაუქმება დაჩქარდეს.

 

„ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს, არიან ისინი ჩართული, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი. არ დაგვავიწყდეს, ოკუპაციის პირობებში ვართ, ჩართულობის ყველა ინსტრუმენტი მუშაობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველასთვის მოიხსნას შეზღუდვები. ყველას მოვუწოდებ, ვინც ჩართულია პროცესში, რომ საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ კატასტროფასთან და უნდა მოვუხმოთ გონიერებას, ეს უკვე ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ალოგიკურია, რომ შეზღუდვა მოსახლეობის ინტერესებისთვის ხდება. აუცილებლად უნდა აღდგეს მიმოსვლა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

გრიპის ვირუსის მიზეზით, ორივე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner