logo_geo
eng_logo
პროკურატურაში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან შეხვედრა დასრულდა
- +

28 იანვარი. 2019. 22:03

 

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატს დამატებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ხედვა არ წარუდგენია. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან შეხვედრა დასრულდა.

 

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან გამართულ შეხვედრაზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 

„ერთი თვის წინ, გენერალურ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე, ცოტნე გამსახურდიამ და მისი ინტერესების დამცველმა მიიღეს შეთავაზება, მოემზადებინათ და წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდებ ა. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების გათვალისწინებით, დაასახელებდა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელთა ჩატარების მიზანშეწონილობასაც თავად მიიჩნევდნენ საჭიროდ.

 

ამასთან, შეთანხმებისამებრ, ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

 

პროკურატურა განაგრძობს მუშაობას საქართველოს ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის როგორც დაზარალებულის ოჯახს, ასევე საზოგადოებას“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner