„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ღია წერილი ჩემს ყოფილ მეგობარს და საუბედუროდ როგორც ახლა აღმოჩდა პირწავარდნილ კარიერისტს და მკვლელების პროპაგანდისტს, გია ბარამიძეს. 14 წელი თავს ვიკავებდი ამ სიმართლის თქმისგან - რადგან ჩვენ 1980-90-იან წლებში ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ახლა მან თვითონ გამომიგდო დუელის ხელთათმანი. აჰა შენ ალიყური უკან გია:
ჯერ შევარდნაძის ხელის ბიჭი რომ ხარ ზვიადის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც საქართველოში პირველად დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს კლავენ მისი მკვლელების გვერდით ჯდები და ხელისუფლებას ინაწილებ 10 წელი, მერე ზურა ჟვანიას რომ უღალატებ მისი სიკვდილის მერე, რომელიც პირველი გიცავდა თვით მიშას შემოტევებისგან და ამავე დროს ბიძინასგან ქრთამის სახით მთელი პარტია დიდ ფულებს იღებთ და ამ ფულით უდანაშაულო სანდრო გირგვლიანს კლავთ (და არა მარტო მას), მერე ყველაზე დაუნდობელ სამევახშეო სისტემას ამკვიდრებთ, რომელიც მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს უსახლკაროდ ტოვებს დღეს, მერე კოჰაბიტაციაში შესულები ყველანაირ უსამართლობას იპრავებთ და ბოლოს გრუ-ს გენერალი თემურ ალასანიას ფულებით რომ გინდათ 'ვითომ ხელისუფლებაში' დაბრუნება - ვინ ხართ თქვენ მართლა? პოლიტიკას იმიტომ ვერ სცილდებით რომ სხვა არაფერი იცით და ის არ იცით რომ პოლიტიკა პროფესია არ არის - ეს დროებითი მოვალეობაა - და კაცი 24 წელი ხელისუფლებებში რომ გაატარებს და ჯერ მკვლელი შევარდნაძის და მერე მკვლელი სააკაშვილის პროპაგანდისტი გახდება - და თანაც თავისი უახლოესი ძმაკაცის მკვლელების მფარველის - იმას რა უნდა ელაპარაკო. უნდა გაეთრიოთ ყველანი ქართული პოლიტიკიდან - ქართულ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალგაზრდობა - სწორედ ის მწვანე და მემარცხენე ახალგაზრდობა 30 წლის წინ შენ რომ იყავი და მეც მათს შორის დიდი იმედი რომ გვქონდა შენი პროგრესულობის. და შენ აღმოჩნდი არათუ მკვლელების პროპაგანდისტი (ერთის მაგივრად ორის) და ბიძინას დაფინანსებული შინაგან საქმეთა მინისტრი - არამედ უსაშველო კარიერისტი, რომელსაც პროფესიაც კი არა აქვს, რომ მუდმივად ტელევიზორში ყოფნის გარდა რამე ხელობით დაკავდეს. ძალიან ვწუხვარ ამაზე - იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ დღესაც - მაგრამ ამ შენს გამოხტომაზე ალიყურს რომ მიიღებდი საპასუხოდ უნდა გცოდნოდა. წადი, ბიჭო, ერთი პროფესია მაინც შეიძინე და რამე სასარგებლო გააკეთე საზოგადოებისთვის - ან უნივერსიტეტში ასწავლე, ან აგრონომი იყავი, ან სულაც მხატვარი - ან გაიხსენე მწვანეთა მოძრაობა, რომელთანაც ახლა შენს მაგვირად მე ვთანამშრომლობ - თქვენი მოქალაქეთა კავშირის წყალობით მოიწამლა ქვეყანა. თქვენ არ ხართ და ვერც ვერასდროს იქნებით ლეგიტიმური ვერც ოპოზიცია, ვერც ხელისუფლება - 1992 წლის გადატრიალების და 'მოქალაქეთა დანაშაულებრივი კავშირის' შვილები ხართ და ამიტომ სჯობია თავი დაანებოთ ამ საქმეს და ან მეხანძრეები გახდეთ ან აგრონომები. მაგით მაინც მოიტანთ რაიმე სასარგებლოს“ , - წერს კაკაბაძე.