ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ამაზრზენი და ყოვლადმიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში! ბავშვსაც ესმის, რომ ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელია ეკას პოზიცია და ყველაფერი ეს, ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება! მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრხოების სამსახურის უფროსს,- დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი,- ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან!“ - წერს ინაშვილი.