logo_geo
eng_logo
NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს
- +

29 იანვარი. 2019. 03:39

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად საქმიანობს.

 

კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარია) საქმიანობას, 41 პროცენტი პასუხობს, რომ „კარგად“, 6 პროცენტი – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ცუდად“ საქმიანობს, 5 პროცენტი კი, „ძალიან ცუდად“. კითხვაზე პასუხი „ არ ვიცი“ გამოკითხულთა 29-მა პროცენტმა დააფიქსირა, ხოლო „უარი პასუხზე“ 1-მა პროცენტმა მიუთითა.

 

კერძოდ, კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს პოლიციის საქმიაობას, 60 პროცენტი პასუხობს, რომ „კარგად“, 7 პროცენტი – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18 პროცენტი აცხადებს, რომ – „ცუდად“, 3 პროცენტი კი ამბობს, რომ – „ძალიან ცუდად“. გამოკითხულთა 12 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.

 

რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარუდგინეს.

 

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

 

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

 

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

 

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner