logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე: პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე...
- +

29 იანვარი. 2019. 12:56

 

„პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია.

 

„პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაჰყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები, ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე. მითუმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე, ბოლომდე მე პირადად ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი უფრთხილდებიან გუნდს და მოქმედებენ გუნდის ინტერესების შესაბამისად.

 

„მე ვერ გეტყვით, რა იგულისხმა მან ამ განცხადებაში, მაგრამ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner