logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ
- +

29 იანვარი. 2019. 13:22

 

„ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საქართველოს უკავია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

 

მისი თქმით, აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და სანდოობას.

 

„ძალიან საამაყოა „ღია ბიუჯეტის ინდექსი“, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ და ხუთ ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნათა რიგში შევდივართ ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიც არის შვედეთი და დანია. ეს ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე ხშირად პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.  აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს მეტ სანდოობას, გამჭვირვალობას და ბიზნესისთვის გააადვილებს გზას ფინანსებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

 

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner