logo_geo
eng_logo
ირანი სარაკეტო პროგრამას არ შეზღუდავს, მაგრამ რაკეტების მოქმედების მანძილს არ გაზრდის
- +

29 იანვარი. 2019. 13:24

 

 

„ირანი სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას არ აპირებს, მაგრამ მოქმედების მანძილს არ გაზრდის“, -  ამის შესახებ ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა.

 

ალი შამხანის თქმით, რაკეტების მოქმედების მანძილთან დაკავშირებით, ირანს სამეცნიერო და ოპერაციული შეზღუდვები არ აქვს, თუმცა თავდაცვის დოქტრინა რაკეტების სიზუსტის გაზრდაზეა ორიენტირებული.

 

სარაკეტო პროგრამის შესახებ ისაუბრა ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხათამიმ და თქვა, რომ სარაკეტო შესაძლებლობები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

 

გასული წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. დონალდ ტრამპმა მაშინ თქვა, რომ შეთანხმება ირანის სარაკეტო პროგრამას არ მოიცავდა, რაც რეგიონს საფრთხეს უქმნიდა.

 

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner