„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამერიკის კონგრესთან ერთად, მექსიკის საზღვარზე ბორდერიზაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ „REUTERS“ წერს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამერიკის შეიარაღებული ძალების სამხედროები აშშ-მექსიკის საზღვრის მახლობლად, „ანზალუდის“ სართაშორისო ხიდთან მავთულხლართების გავლებას განაგრძობენ.
ამ გადაწყვეტილებას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც, წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტი აცხადებს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად განიხილავენ ბორდერიზაციის ხარჯებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, თუ რამდენად უმტკივნეულო იქნება ქვეყნისთვის. სმიტის განცხადებით, მისმა კომიტეტმა მომავალში შეიძლება შეზღუდოს ამ პროექტის დაფინანსება.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ 2 ათასი ჯარისკაცი დაემატება საზღვარზე მავთულხლართის გავლების სამუშაოებს.