logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს
- +

29 იანვარი. 2019. 15:07

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის ღია კურსი აიღეს.

 

„ჩვენ გვაშფოთებს ის, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები ვენესუელასთან მიმართებაში აკეთებენ. ისინი უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ფაქტობრივად, ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ხელმძღვანელობა ვაშინგტონიდან იღებს მითითებებს, რომ დათმობაზე არ წავიდნენ.

 

„ჩვენი მონაცემებით, ამ ოპოზიციური მოძრაობის ხელმძღვანელები, რომლებმაც ორხელისუფლიანობა გამოაცხადეს, ვაშინგტონიდან იღებენ მითითებებს  - არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ“, - დასძინა ლავროვმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner