logo_geo
eng_logo
დაცვის პოლიციის 5000-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა
- +

29 იანვარი. 2019. 15:56

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით (დარიცხული) გაეზარდა.

 

დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

 

პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება.

 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო ერთ წელში საკუთარი სახსრების სწორი განკარგვის შედეგად, ხარჯების დაზოგვით და 2019 წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, 5000-ზე მეტ დაცვის პოლიციელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა.

 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner