logo_geo
eng_logo
ფრანსუა პეშო: საპენსიო რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს
- +

29 იანვარი. 2019. 17:46

 

 

 

„საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს საპენსიო ასაკში საკუთარი თავის უზრუნველყოფის საშუალება მიეცემათ“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს მეტი თანხის დაგროვებისა და საპენსიო ასაკში საკუთარი თავის უზრუნველყოფის საშუალება მიეცემათ.

 

„აგიხსნით, რატომ მივიჩნევთ, რომ საქართველოში საპენსიო რეფორმა უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში, საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ეს დაეხმარება, დააგროვონ მეტი თანხა და საპენსიო ასაკის დროს უზრუნველყონ საკუთარი თავი.

 

საპენსიო რეფორმა, ასევე, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საშუალებას მოგვცემს, ინვესტიციები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საპენსიო სისტემა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ დაგროვება არის სწორი გზა წარმატებული რეფორმისთვის“, – განაცხადა ფრანსუა პეშომ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner