logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
- +

29 იანვარი. 2019. 17:47

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნულ ქუჩაზე 3 მსუბუქი ავტომანქანა გაქურდა. სამართალდამცველებმა ს.ს. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner