logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: მკვლელს არ აქვს ნაციონალობა!
- +

23 მაისი. 2016. 15:08



პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარემ  ზვიად ჩიტიშვილმა  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე თავის პარტიასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელშიც გაერთიანებულები არიან როგორც ეროვნებით ქართველი, ასევე აფხაზი, ოსი და რუსი ეროვნების წარმომადგენლები. ჩიტიშვილი ასევე შეეხო სოფელ ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და აღნიშნა, რომ მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩიტიშვილი აპირებს რუსეთში გამგზავრებას და აფხაზეთის დიასპორასთან შეხვედრას.  

 

„ჩვენს პარტიაში გაერთიანებულები არიან, როგორც ქართველები ასევე აფხაზები, ოსები და რუსები. პირადად გადმომცეს აფხაზეთის და ოსეთის დიასპორებმა, რომ არიან გიგა ოთხოზორიას  მკვლელობით  შეშფოთბულები. მკვლელს არ აქვს  ნაციონალობა, ის უნდა დაისაჯოს. ვაპირებ გაფრენას მოსკოვში, მინდა შევხვდე აფხაზეთის დიასპორას, რათა ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და ამ ინციდენტმა ხელი არ შეუშალოს საქართველოს ტერიტორული ერთიანობის ბოლომდე მიყვანის საკითხს", - განაცხადა  ჩიტიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner