„ინოვაციური თვითმფრინავი ბოინგ 777 - ეს ნიშნავს მზადყოფნას სრული კომფორტით იფრინოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “SPIEGEL” ავრცელებს. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართება დაჯილდოება „წლის საუკეთესო საჰაერო ხომალდის“, რომელიც თავისი დიზაინით, კომფორტითა და ინტერიერით ყველაზე დახვეწილი იქნება.
გამოცემა, ბიზნეს-კლასის თვითმფრინავის, ბოინგ 777-ის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და შესაძლოა მან „წლის საუკეთესო საჰაერო ხომალდის“ სტატუსიც მოიპოვოს. ბოინგის ინტერიერი სრულად ერგება მაღალი კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილ გემოვნებასა და პრეტენზიებს.